Monday, March 29, 2010

სააღდგომო პასკა


შემადგენლობა
ფქვილი - 500 გრ
საფუარი - 40 გრ
რძე - 180 მლ
კარაქი - 100 გრ
კვერცი - 5 ცალი
ქიშმიში - 70 გრ
ნიგოზი - 70 გრ
ილი - 1/4 ჩ/კ (კარდამონი)
ჯავზის კაკალი - 1/4 ჩ/კ (მუსკატი)
შაქარი - 100 გრ
კონიაკი - 2 ს/კ
მარილი - 1/4 ჩ/კ

ვანილი - დანის წვერზე

მომზადება
ამ რეცეპტით გამოდის არომატული, რბილი პასკა და ძალიან გემრიელი. :)
ინგრედიენტები გათვლილია 1 დიდ პასკაზე.რძე გავათბოთ, ჩავყაროთ საფუარი, 1 ს/კ შაქარი, ცოტათი ფქვილი. ყველაფერი კარგად ავურიოთ და დავდგათ თბილ ადგილას 20 წუთით.ჩვენს მიერ გაკეთებული მასა უნდა გაფუვდეს.კვერცხის გულები ავთქვიფოთ შაქართან ერთად.დავამატოთ ვანილი, კონიაკი, გამდნარი კარაქი და კარგად ავურიოთ. ეს ყველაფერი დავამატოთ გაფუებულ მასაში, ავურიოთ, დავამატოთ ლიმონის ცედრა, ილი, ჯავზის კაკალი და დარჩენილი ფქვილი. კარგად ავურიოთ.დავდგათ ცომი თბილ ადგილას 1 საათით - მოცულობა უნდა გაიზარდოს 2-ჯერ.
როცა ცომი ამოვა კარგად ჩავზილოთ და დავამატოთ ქიშმიში და ნიგოზი.შევავსოთ ფორმები მაქსიმუმ ნახევრამდე. დავტოვოტ 30 წუთით, რომ ამოვიდეს. ზემოდან დავაყაროთ ნიგოზი.გამოვაცხოთ გაცხელებულ ღუმელში 180 გრადუსზე 35 წუთის განმავლობაში. შემდეგ ჩავწიოთ ტემპერეტურა 160 გრადუსამდე და გამოვაცხოთ კიდევ 25 წუთი.როცა მზად იქნება ამოვიღოთ ფორმებიდან და დავაყაროთ შაქრის პუდრა
გილოცავთ დამდეგ აღდგომას!
გემრიელად მიირთვით!


აჭარული ხაჭაპური



შემადგენლობა
ფქვილი - 100 გრამი
რძე - 50 გრამი (შეიძლება წყალი)
საფუარი - 2 გრამი
ყველი - 35 გრამი
კვერცხი - 2 ცალი
კარაქი - 20 გრამი

ხაჭო - 40 გრამი

მომზადება
ცომის მოსამზადებლად საჭიროა 2 ჩაის ჭიქა რძე ან წყალი, გავათბოთ , გავხსნათ მასში საფუარი, დავამატოთ კვერცხი, ფქვილი და მოვზილოთ ცომი.მოვამზადოთ ყველის გულსართი. ამისათვის ავიღოთ ყველი, დავჭყლიტოთ, ავურიოთ კვერცხი, (შეიძლება ხაჭოც).როცა ცომი კარგად ამოვა, მოვჭრათ დაახლოებით 200 გრამი,გავაბრტყელოთ 2-3 სანტიმეტრის სისქემდე, მივცეთ მოგრძო ფორმა, დავდოთ ყველის შიგთავსი ისე,რომ ირგვლივ სამი სანტიმეტრი ცარიელი დარჩეს. შემდეგ გადავაფაროთ ნაპირები ყველის შიგთავსს და დავდოთ თუნუქის ფურცელზე.ნაპირებზე წავუსვათ კვერცხი და შევდგათ აირღუმელში.
როდესაც შეწითლდება, შუაგულში ჩავახალოთ მთლიანი კვერცხი და კიდევ გავაჩეროთ ღუმელში 2-3 წუთი. შემდეგ დავადოთ კარაქის ნაჭერი.
კერძი მზად არის.
გემრიელად მიირთვით!

ხინკალი


მასალა
მსუქანი ცხვრის ხორცი - 300გრ.
ღორის ხორცი - 200გრ
ხახვი - 3 თავი
პურის ფქვილი - 500გრ,

ოხრახუში, ქინძი, ქონდარი, პილპილი, მარილი - გემოვნებით.

დამზადების მეთოდი


დაჭერით ხორცი და ხახვთან ერთად გაატარეთ ხორცსაკეპ მანქანაში. დაუმატეთ ოხრახუში, ქინძი, ქონდარი, შავი პილპილი, მარილი, იმდენი თბილი წყალი, რამდენსაც შეიწოვს (დაახლოებით ½ ჩაის ჭიქა) და კარგად აზილეთ.

გაჭერით პურის ფქვილი, მოაგროვეთ გორაკად, შუა ადგილზე ჩააღრმავეთ და ჩაასხით ერთი ჩაის ჭიქა წყალი, დაუმატეთ მარილი და მოზილეთ.

ცომი გააბრტყელეთ თხელ ფენად (მიახლოებით 1 სმ სისქის) და გამოჭერით ჭიქით, და გააბრტყელეთ სადესერტო თეფშისოდენა მრგვალ ნაჭრებად.

თითოეულ ნაჭერზე დაადეთ ერთი სუფრის კოვზი ფარში, შემოუკეცეთ ნაპირები, მოგრიხეთ, დატკეპნეთ და მიეცით ლეღვისებური ფორმა. შემდეგ მოათავსეთ ზომიერ მარილიან მდუღარე წყალში და ხარშეთ. დროდადრო ფრთხილად ურიეთ, რომ ქვაბის ძირს არ მიეკრას. როდესაც ხინკალი ამოტივტივდება, იგი მზად არის.

ფუნთუშა


შემადგენლობა
რძე - 0.5 ლ
წყალი - 0.5 ლ
საფუარი - 15 გრ
შაქარი - 1 ჩ/კ
მარილი - 1 ჩ/კ
ზეთი - 3 ს/კ
ფქვილი - 2 კგ
ლობიო - 1 კგ
შავი წიწაკა - გემოვნებით
ქონდარი - 2 ჩ/კ
ეს არის კლასიკური ლობიანის რეცეპტი
ცომის მომზადება:
საერთოდ ლობიანის ცომს აკეთებენ წყალზე, მაგრამ მე დაგიწერთ რეცეპტს რძის დამატებით. გამოდის უფრო გემრიელი.
შევურიოთ ერთმანეთს თბილი წყალი და თბილი რძე 1:1 (უნდა გამოვიდეს 1 ლიტრი) დავამატოთ 1 ჩ/კ საფუარი,შაქარი და მარილი, კარგად ავურიოთ.
დავაყაროთ ფქვილი, ავურიოთ და დავტოვოთ ცოტა ხნით, რომ ამოვიდეს. საკმაოდ ჩქარა ამოდის. როცა ცომი ამოვა დავამატოთ დანარჩენი ფქვილი, ჩავასხათ 2 ს/კ ზეთი და მოვზილოთ ცომი. ცომი უნდა გამოვიდეს ელასტიური. კიდევ ერთხელ დავტოვოთ ცომი, რომ ამოვიდეს.
სანამ ცომი ამოდის მოვამზადოთ გულსართი.
მოვხარშოთ ლობიო. როცა მოიხარშება ჩავყაროთ საცერში და გავავლოთ ცივი წყლის ქვეშ.
მოხარშული ლობიო გავატაროთ ხორცის მანქანაში, ან დავჭყლიტოთ. დავამატოთ მარილი, ქონდარი წიწაკა და ყველაფერი კარგად ავურიოთ.
ტაფაზე დავყაროთ დაჭრილი ღორის ქონი ან ბეკონი და შევბრაწოთ.
გამდნარი ქონი ჩავასხათ ლობიოში და კარგად ავურიოთ.
ცომი ამოვიღოთ და გავყოთ 12 ნაწილად. დავამრგვალოდ და დავტოვოთ ცოტა ხნით რომ ამოვიდეს.
ამის შემდეგ გავაბრტყელოთ,ჩავდოთ გულსართიდა შევკრათ როგორც ხინკალი.ლობიანის სისქე არ უნდა აღემატებოდეს 1 სანტიმეტრს.შევწვათ ლობიანი ორივე მხრიდან გაცხელებულ ტაფაზე,სასურველია არანაირი ცხიმი არ ვიხმაროთ. ცეცხლი უნდა იყოს დაბალი.
როცა შეიბრაწება ამოვიღოთ თეფშზე და ცავუსვათ კარაქი.
გემრიელად მიირთვით!

აჩმა


შემადგენლობა

0,5ლ მაწონი
1 ჩ.კ. სოდა
დანის წვერით მარილი
4–5 ჩ.ჭ. ფქვილი
4 ცალი კვერცხი
200გრ კარაქი
1,5კგ ყველი

მომზადება
ჯერ მოვზილოთ ცომი. ავთქვიფოთ 5 კვერცხი,

დავამატოთ მაწონი, მარილი, ფქვილი და კარგად ავზილოთ.

ცომი უნდა იყოს წელვადი.

ცომი გავყოთ 7-9 ნაწილად, 2 ნაწილი უნდა იყოს დანარჩენზე დიდი. ეს არის პირველი და ბოლო ფენა.
დანარჩენი ნაწილები შიდა ფენებია.
დიდი ნაწილები არ იხარშება.
ყველი გავხეხოთ და დავამატოთ მარილი.

კარაქი გავადნოთ და გავაჩეროთ გამდნარი. დიდ ქვაბში ავადუღოთ მარილიანი წყალი.
აჩმის პირველი ფენა, რომელიც დიდია, გავაბრტყელოთ და გავანაწილოთ ფორმაზე ისე რომ ბოლოები გადმოდიოდეს 1- 2 სანტიმეტრით. ცომს კარგად წავუსვათ კარაქი.
აჩმის მეორე ფენა გავაბრტყელოთ მაქსიმალურად თხლად. ფრთხილად ჩავდოთ ის ადუღებული წყლით სავსე ქვაბში, ისე რომ არ მიიკროს. ვხარშოთ 10-15 წამი.

ფრთხილად ამოვიღოთ ცომი დრუშლაკში.

ცომი გავავლოთ კრანის წყალში.

დავაცადოთ სანამ გაიწურება და დავადოთ პირველ ფენას , რომელიც დევს ფორმაზე და კარგად წავუსვათ კარაქი.

ამის შემდეგ კარაქით წასმულ ფენაზე დავადოთ ყველის ნაწილი.

ყველა ფენა გავიმეოროთ ისე როგორ მეორე ფენა, გარდა ბოლო ფენისა.

თუ ცომი ცოტათი გაიხევა არაუშავს, მთავარია არ გაიხეს პირველი და ბოლო ფენა. ბოლოს წინა ფენაზე ყველს არ ვდებთ.
ბოლო ფენა ისე მოვამზადოთ როგორ პირველი- გავაბრტყელოთ. ამ ფენით დავაფაროთ აჩმა და ბოლოები ამოვუდოთ პირველ ფენას, რომ ყველი არ გადმოვიდეს.

ხელებით ფრთხილად დავტკეპნოთ აჩმა.

წავუსვათ კარაქი

და შევინახოთ მაცივარში.
მეორე დღეს გამოცხობის წინ, აჩმა უნდა დავჭრათ ნაჭრებად და ჩავდგათ ღუმელში. ვაცხობთ 1 საათის განმავლობაში. აჩმა უნდა შეწითლდეს.


გემრიელად მიირთვით!
 

პომიდორის სალათი "კაპარით"


შემადგენლობა

* პომიდორი - 3 ცალი
* ხახვი - 1 თავი (წითელი)
* კაპარი - 1 ჩ/კ (კაპერსი)
* ზეითუნის ზეთი - 3 ს/კ
* ღვინის ძმარი - 3 ს/კ
* მარილი - გემოვნებით
* წიწაკა - გემოვნებით

მომზადება
ამ სალათის გაკეთება ძალინა ადვილია, კეთდება 5 წუთში.
უხდება მწვადს და ნებისმიერ ხორცის კერძს.პომიდორი დავჭრათ საშუალო ნაჭრებად.ხახვი და კაპარი წვრილად დავჭრათცალკე ჯამში ძმარი და ზეთი ერთმანეთში ავურიოთ, ჩავყაროთ ჯამში დაჭრილი კაპარი, ხახვი და კარგად ავურიოთ.ამავე ჯამში ჩავყაროთ დაჭრილი პომიდორი, დავაყაროთ მარილი, წიწაკა და ყველაფერი კარგად ავურიოთ.

გემრიელად მიირთვით!

ვინეგრეტი


შემადგენლობა

1კგ კარტოფილი
500გრ ჭარხალი
1–1,5 ჩ.ჭ. ლობიო
გემოვნებით კომბოსტოს მწნილი
2 თავი ხახვი
1 კონა ოხრახუში
გემოვნებით ზეთი, მარილი, ძმარი, შავი პილპილი.

მომზადების წესი

მოხარშული ჭარხალი და კარტოფილი დაჭერით პატარა კუბიკებად. შეურიეთ მოხარშული ლობიო. დაუმატეთ ნახევარრგოლებად დაჭრილი ხახვი და სიგრძეზე ღერებად დაჭრილი დამჟავებული კომბოსტო (წითელი ფერის). შეაზავეთ ზეთით, მარილით, ძმრით და შავი პილპილით. მოაყარეთ წვრილად დაჭრილი ოხრახუში და აურიეთ ერთმანეთში.

ბორში


შემადგენლობა
ძროხის ხორცი - 400 გრ
ჭარხალი - 1 ცალი
კომბოსტო - 1 ცალი
კარტოფილი - 4 ცალი (საშუალო ზომის)
სტაფილო - 1 ცალი
ხახვი - 1 ცალი
ტომატის პასტა - 4 ს/კ
მარილი - გემოვნებით
წიწაკა - გემოვნებით
დაფნის ფოთოლი - გემოვნებით
მომზადება
ხორცი ჩავდოთ ქვაბში,

დავასხათ წყალი, დავამატოთ დაფნის ფოთოლი, მარილი და მოვხარშოთ ბულიონი.
კარტოფილი დავჭრათ მსხვილად

და ჩავყაროთ ქვაბში, მანდევ დავამატოთ დაჭრილი კომბოსტო.
სანამ იხარშება კარტოფილი და კომბოსტო, გავხეხოთ ჭარხალი და მოვშუშოთ 10 წუთის განმავლობაში.

გავხეხოთ სტაფილო და ხახვი და მოვშუშოთ ზეთში.

როცა კარტოფილი მოიხარშება, დავამატოთ მოშუშული ჭარხალი, ხახვი და სტაფილო. დავამატოთ ტომატის პასტა და ვხარშავთ 10 წუთი.
ბორშის მირთმევა შეიძლება არაჟნით ან ნიორით.
გემრიელად მიირთვით.
 

ხარჩო



შემადგენლობა
ძროხის ხორცი - 500 გრ
წყალი - 2.5 ლ
ხახვი - 3-4 თავი
ბრინჯი - 120 გრ
ტყემალი - 2 ს/კ
ნიგოზი - 100 გრ
სუნელი - 2 ჩ/კ
ნიორი - 4-5 კბილი
ოხრახუში - 1 კონა
გამხმარი ქინძი - 1 ჩ/კ
შავი წიწაკა - გემოვნებით
წითელი წიწაკა - გემოვნებით
ფქვილი - 1 ს/კ
დაფნის ფოთოლი - 3 ცალი
ზაფრანა - გემოვნებით
მომზადება

ძროხის ხორცი დავჭრათ საშუალო ნაჭრებად,

დავასხათ წყალი და ვხარშოთ დაბალ გაზზე 2 საათი.
სანამ ხორცი მოიხარშება, წვრილად დავჭრათ ხახვი და მოვშუშოთ ზეთში ფქვილთან ერთად.

როცა ხორცი მოიხარშება, ამოვიღოთ თებშზე, წვენი დავტოვოთ ქვაბში, დავამატოთ მარილი, გარეცხილი ბრინჯი და უკან ვდებთ ხორცს. ამის გარდა, ჩავდოთ ქვაბში მოშუშული ხახვი, დაფნის ფოთოლი და წიწაკა. ვხარშოთ 15 წუთი.
ნიგოზი დავჭრათ და ჩავყაროთ წვენში. ვხარშოთ 5 წუთი, მერე ჩავასხათ ტყემალი დავამატოთ ოხრახუში, სუნელი წითელი წიწაკა და ზაფრანა.

ვხარშოთ კიდევ 5 წუთი.
მოვხსნათ წვენი გაზიდან და დავამატოთ დაჭყლეტილი ნიორი.

ხარჩო მზად არის.
გემრიელად მიირთვით.
 

ვაზის ფოთლის ტოლმა


შემადგენლობა

500გრ ხორცის რბილი ნაჭერი
2 თავი ხახვი
თითო კონა ოხრახუში, კამა და პიტნა
1 ჩ.ჭ. ბრინჯი
70–100გრ კარაქი
გემოვნებით წიწაკა და მარილი
40–50 ცალი ვაზის ფოთოლი

მომზადების წესი

გაატარეთ ხორცსაკეპში ხორცი ხახვთან ერთად. შეურიეთ წვრილად დაკეპილი ქინძი, კამა, პიტნა და გარეცხილი ბრინჯი. შეაზავეთ მარილით და წიწაკით. ვაზის ნორჩი ფოთლები, მოწალეთ მდუღარე მარილწყალში. თითოეულ ფოთოლში გაახვიეთ კაკლისოდენა ფარში და თანმიმდევრულად ჩააწყვეთ სქელძირიან ქვაბში. ალაგ–ალაგ ჩააყოლეთ კარაქის ნაჭრებიც. ნახევრამდე დაასხით მდუღარე წყალი, თავზე დაადეთ ბრტყელი თეფში და სიმძიმე. დადგით დაბალ ცეცხლზე და ადუღეთ ხორცის მოხარშვამდე. სუფრასთან მიიტანეთ ნივრით შეზავებულ მაწონთან ერთად.

ფენოვანი ხაჭაპური


შემადგენლობა
0,5ლ მაწონი
200გრ მარგანინი
1 ცალი კვერცხი
1 ჩ.კ. სოდა
0,5 ჩ.კ. მარილი
4,5 ჩ.ჭ. ფქვილი
1,5–2კგ ყველი
მომზადების წესი

ერთი ქილა (0,5ლ) მაწონს შეურიეთ ერთი კვერცხი, 1 ჩ.კ. სოდა და ნახევარი ჩ.კ. მარილი. მოაყარეთ ფქვილი და მოზილეთ მაგარი ცომი. გააბრტყელეთ , წაუსვით 100გრ დარბილებული მარგანინი, დაკეცეთ ოთხად და მოათავსეთ მაცივარში. 20 წუთის შემდეგ გამოიღეთ მაცივრიდან , ისევ გააბრტყელეთ, კვლავ წაუსვით 100გრ მარგანინი და გადაახვიეთ რულეტივით. მოათავსეთ ემალის ჭურჭელში და შედგით მაცივარში. 2–3 საათის შემდეგ გამოაცხვეთ ხაჭაპური ჩვეულებრივი წესით.

დამატებითი ინფორმაცია

გამოდის ღუმელის ფირფიტის ზომის ორი ცალი ხაჭაპური, შეგიძლიათ, ტაფაზედაც გამოაცხოთ, მაშინ ცომი 4–5 ნაწილად გაყავით.