მასალა
მსუქანი ცხვრის ხორცი - 300გრ.
ღორის ხორცი - 200გრ
ხახვი - 3 თავი
პურის ფქვილი - 500გრ,
ოხრახუში, ქინძი, ქონდარი, პილპილი, მარილი - გემოვნებით.
დამზადების მეთოდი
დაჭერით ხორცი და ხახვთან ერთად გაატარეთ ხორცსაკეპ მანქანაში. დაუმატეთ ოხრახუში, ქინძი, ქონდარი, შავი პილპილი, მარილი, იმდენი თბილი წყალი, რამდენსაც შეიწოვს (დაახლოებით ½ ჩაის ჭიქა) და კარგად აზილეთ.
გაჭერით პურის ფქვილი, მოაგროვეთ გორაკად, შუა ადგილზე ჩააღრმავეთ და ჩაასხით ერთი ჩაის ჭიქა წყალი, დაუმატეთ მარილი და მოზილეთ.
ცომი გააბრტყელეთ თხელ ფენად (მიახლოებით 1 სმ სისქის) და გამოჭერით ჭიქით, და გააბრტყელეთ სადესერტო თეფშისოდენა მრგვალ ნაჭრებად.
თითოეულ ნაჭერზე დაადეთ ერთი სუფრის კოვზი ფარში, შემოუკეცეთ ნაპირები, მოგრიხეთ, დატკეპნეთ და მიეცით ლეღვისებური ფორმა. შემდეგ მოათავსეთ ზომიერ მარილიან მდუღარე წყალში და ხარშეთ. დროდადრო ფრთხილად ურიეთ, რომ ქვაბის ძირს არ მიეკრას. როდესაც ხინკალი ამოტივტივდება, იგი მზად არის.
No comments:
Post a Comment